ჩელსიმ ჩემპიონთა ლიგა მოიგო

ჩელსიმ ჩემპიონთა ლიგა მოიგორამდენიმე წუთის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ჩელსიმ” “მანჩესტერ სიტი” 1:0 დაამარცხა და ისტორიაში ტურნირი მეორედ მოიგო.

თამაში ყოველგვარი დაზვერვის გარეშე დაიწყო, ორმხრივი იერიშებით, მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა, უფრო ხშირად „ჩელსი“ და პირველი ტაიმის დასასრულს მეკარესთან პირისპირ გასულმა ჰავერცმა ანგარიში გახსნა. მას აქამდე ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში (12 ჩელსიში და 8 ბაიერში) გოლი გატანილი არ ჰქონდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში „სიტიმ“ დიდი ძალებით შეუტია. უხიფათოდ. თან რიუდიგერთან ბურთზე ბრძოლაში ტრავმა დე ბრუინმა მიიღო, თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი და გაბრიელ ჟეზუსმა შეცვალა. შემდეგ გვარდიოლამ მოედანზე ბერნარდო სილვას
ნაცვლად ფერნანდინიო შეუშვა. ტუხელის გუნდი თავს მშვიდად იცავდა, სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდა და შეცვლაზე შესულმა პულიშიჩმა 74-ე წუთზე ახლო მანძილიდან ვერ დალაშქრა ედერსონის კარი.

პასიური სტერლინგი 76-ე წუთზე აგუერომ შეცვალა, თუმცა ამით თამაშის სურათი არ შეიცვალა. ბოლოს “სიტი” ქაოტურ შტურმზე გადავიდა, მარეზმა ზედ საფინალო სასტვენის წინ ბურთი კარს ოდნავ ააცილა და “ჩელსიმ” გაიმარჯვა.

სპორტალი