ვალერი გელაშვილი – “არ მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების ამბიცია”

ვალერი გელაშვილი - "არ მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების ამბიცია"ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„მსურს ვუპასუხო ზოგ კომენტარს, სადაც მეუბნებიან, რომ არ ღირს პოლიტიკაში დაბრუნება და ამის გარეშეც შემიძლია ადამიანების დახმარება. სამწუხაროდ, ასე არ არის, რადგან არის ბევრი რამე, რისი გაკეთებაც მინდა რაიონისათვის, მაგრამ ყველაფრის საშუალება არ მეძლევა, რადგან ხდება ჩემი საქმიანობის ბლოკირება გარკვეულ საკითხებში.

პოლიტიკაში უნდა მოდიოდნენ ისეთი ადამიანები, ვინც ცხოვრებაში ყველანაირი გზა განვლო, ყველა სირთულეს გაუძლო და ამით მეტი გამოცდილება შეემატა. წარმოუდგენელია სათავეებში მოდიოდეს სრულიად გამოუცდელი ადამიანი, რომელსაც ცუდის და კარგის გარჩევის გამოცდილებაც კი არ აქვს ცხოვრებაში.
დამიჯერეთ, ნამდვილად არ მაქვს იმის ამბიცია, რომ ვიყო პოლიტიკაში, რადგან ამის გარეშე ჩემი ცხოვრება ბევრად მშვიდია”.