ჟურნალისტი თელარა გელანტია ფეისბუკზე წერს:
,,ძაან საინტერესოდ დღე მქონდა, ნუ უფრო დილა.
…ვიძახებ “ბოლტს”, ვჯდები ტაქსიში… მძღოლი წითელზე ჩერდება… უცებ იღება კარი, ჯდება უცნობი ბიჭი სიტყვებით – “ჩქარა წადით, მოსაკლავად მომსდევენ”…
მძღოლი: ვინ ხარ შვილო, წითელია..
მე: რა ხდება?
ბიჭი: მომკლავენ, წადით…
მე: მოდი, მე გადავალ.. თან 112 ავკრიფე…
მძღოლი: არა, ნუ გადახვალთ… თან ბიჭს ეუბნება, ბოლომდე ჩაძვერი არ დაგინახონ ბარემო…
მწვანეც აინთო..2-3 წუთი ვიარეთ ერთად.
შემდეგ წითელზე კი ის ბიჭი გადახტა ისევ მანქანიდან და სადღაც ჩიხში შევარდა.
სულ 5 წუთი გაგრძელდა ეს ამბავი…მაგრამ მე კი წარმოვიდგინე თავი ნიუსებში.. სიუჟეტებში. #წერტილი.”

