დავით ბენიძე წყალტუბოს პოლიციაში გამოკითხვის დროს ცუდად გახდა

დავით ბენიძე წყალტუბოს პოლიციაში გამოკითხვის დროს ცუდად გახდაწყალტუბოში მეთორმეტეკლასელის დაჭრის ინციდენტის სავარაუდო მონაწილე პირი პოლიციიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დავით ბენიძე გამოკითხვის დროს შეუძლოდ გახდა.

ადვოკატის ლედი ტუკვაძის თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ქრონიკული დაავადება აქვს, რის გამოც მდგომარეობა დამძიმდა და იძულებული გახდნენ საავადმყოფოში გადაეყვანათ. მას გამოკვლევები უტარდება.

ადვოკატის თქმით, მზად არიან გამოძიებასთან ითანამშრომლონ.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის ბიჭმა წყალტუბოს მესამე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, დაზარალებული ჩვენებაში სხვისი მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე არ საუბრობს და ამბობს, რომ დაზიანება წაქცევის შედეგად მიიღო.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ 117-ე მუხლით დაიწყო.

იპნ