დავით კოდუა გამოუშვეს

დავით კოდუა გამოუშვესოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენი დავით კოდუა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ინფორმაციას ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ კოდუას ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ დაუდასტურა.

ადვოკატის თქმით, გირაოს შუამდგომლობით მან სასამართლოს გუშინ მიმართა.

როგორც ღურწკაია აცხადებს, დავით კოდუამ ავსტრიაში გადაუდებელი ოპერაცია უნდა ჩაიტაროს, სწორედ ეს გახდა გირაოს შუამდგომლობის მოთხოვნის საფუძველიც.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ცოლისა და ქალიშვილის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

კოდუა ცოლი მეუღლის მიმართ პატიმრობის გაუქმებას და შემაკავებელი ორდერის გამოწერას ითხოვდა. ბიზნესმენის მეუღლე ამტკიცებდა, რომ დაზიანებები სავარძელზე დარტყმის შედეგად მიიღო.