დედამიწას 1 ივნისს ასტეროიდი ჩაუვლის – მას საშიში ობიექტის კლასიფიკაცია მიენიჭა

დედამიწას 1 ივნისს ასტეროიდი ჩაუვლის - მას საშიში ობიექტის კლასიფიკაცია მიენიჭა1 ივნისს, დედამიწას ეიფელის კოშკის ზომის ასტეროიდი ჩაუვლის.

ნასამ ასტეროიდ 2021 KT1-ს პოტენციურად საშიში ობიექტის კლასიფიკაცია მიანიჭა. თუმცა, როგორც სააგენტოში აცხადებენ, ის დედამიწას უსაფრთხო მანძილზე ჩაუვლის.

ასტეროიდი დედამიწას 1 ივნისს, საქართველოს დროით 18:24 საათზე ჩაუფრენს. დედამიწასა და ასტეროიდ 2021 KT1-მდე მანძილი 7,2 მილიონი კილომეტრი იქნება. ასტეროიდი 64 ათასი კილომეტრი საათი სიჩქარით იმოძრავებს.

ნიუპოსტი