დიდ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

დიდ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესთბილისში, დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს წინ,  შელაპარაკება უძღოდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღითაა დაჭრილი. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

ტვ პირველი შს სამინისტროს უკვე დაუკავშირდა. უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.