მძღოლი, რომელსაც დიდ დიღომში საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მისდევდა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
როგორც შსს-მ mtavari.tv-ის უთხრა, ნასვამი მძღოლი ავტობუსს შეეჯახა და ადგილიდან გაიქცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გარდა ამისა, მძღოლს მართვის მოწმობა არ ჰქონდა.

