დმანისში აზერბაიჯანელ და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეიარაღებული დაპირისპირებაა

დმანისში აზერბაიჯანელ და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეიარაღებული დაპირისპირებააქალაქ დმანისში, ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირებაა.

დაპირისპირებული მხარეები ხელკეტებით არიან შეიარაღებულები და ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან.

ადგილზე მობილიზებულია შს სამინისტროს წარმომადგენლები.

ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინაც მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებოდნენ.