დმანისში აზერბაიჯანელებსა და სვანებს შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა

დმანისში აზერბაიჯანელებსა და სვანებს შორის მასობრივი ჩხუბი მოხდადაპირისპირება დმანისში – კონფლიქტი ქ. დმანისში 9 აპრილის ქუჩაზე, ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის, დღეს, დაახლოებით ხუთ საათზე დაიწყო. დაპირისპირება რამდენჯერმე გამწვავდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს ჯოხებითა და ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი, სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს რამდენიმე მოქალაქეს, არიან სასტიკად ნაცემები, დაზიანებულია მაღაზია და ავტომობილი.

ადგილობრივები ბოლნისიდან “მთავარ არხს” უკავშირდებიან და ამბობენ, რომ სამართალდამცველები შესაბამის ზომებს არ იღებენ. მათი თქმით, პოლიციამ მხოლოდ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები გამოკითხა.

როგორც მაღაზიის მეპატრონემ “მთავარ არხს” უთხრა, სვანეთიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები მარაზიაში ხშირად მიდიოდნენ, პროდუქტებს იღებდნენ და ფულს არ იხდიდნენ. ამის შემდეგ მაღაზიის მეპატრონე ახლობლებს დაუკავშირდა და ისინი სვან ეკომიგრანტებს მაღაზიაში დაახვედრა, რის შემდეგაც ადგილზე დაპირისპირება მოხდა.

პირველი კონფლიქტის შემდეგ, სვანეთიდან ჩასახლებულმა ეკომიგრანტებმა ადგილზე დამატებით ადამიანები მიიყვანეს, რის შემდეგაც მხარეებს შორის დაპირისპირება დაიწყო.

დაზარალებულები ორივე მხრიდან არიან.