დოესში მერსედესი ჰონდას დაეჯახა – 2 ადამიანი დაშავდა

დოესში მერსედესი ჰონდას დაეჯახა - 2 ადამიანი დაშავდაკასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველთა თქმით, სოფლის ცენტრში, გადაჭარბებული სისწრაფით მოძრავი ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანა საპირისპიროდ მოძრავ ,,ჰონდას” მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ,,მერსედესის” მძღოლი და მეორე ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა ქალი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველთა ინფორმაციით, მერსედესს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მართავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.