ძმისშვილმა ცემა ბიძა, რომელიც გარეთ გავიდა და ქუჩაში გარდაიცვალა

ძმისშვილმა ცემა ბიძა, რომელიც გარეთ გავიდა და ქუჩაში გარდაიცვალახობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში 49 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით პოლიციის თანამშრომლებმა გარდაცვლილის ძმიsშვილი, 26 წლის გიორგი ლატარია, დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ბიძა-ძმისშვილს შორის კონფლიქტი სახლში მოხდა, ახალგაზრდამ ბიძას ბლაგვი საგნით ორჯერ თავის არეში დაზიანებები მიაყენა, ორივე მათგანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ამის შემდეგ 49 წლის მამაკაცი გარეთ გავიდა და ქუჩაში გარდაიცვალა.