ეკა კვესიტაძე ბაია პატარაიას წინააღმდეგ – “ადამიანურად მეწყინა და უკიდურესად შევშფოთდი”

ეკა კვესიტაძე ბაია პატარაიას წინააღმდეგ - "ადამიანურად მეწყინა და უკიდურესად შევშფოთდი"ეკა კვესიტაძემ ფეისბუქში დაწერა:

“გუშინ დავწერე პოსტი, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აქტიურია ნამახვანჰესის წინააღმდეგ, არ მოვიდა გადაცემაში, სადაც იყვნენ კომპანიის წარმომადგენლები, ექსპერტები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები.
ჩემმა მეგობარმა Theo Khatiashvili დაწერა, რომ უნდობლობის გამო არ მოვიდნენო, რადგან შენს პოსტებში აქციის მიმართ ნიშნის მოგება იგრძნობოდაო. ( ძალადობას რომ გაემიჯნა და მაგრამ სიმბოლიკა რომ დაგმო გოლეთიანმა – ეგ პოსტში იგულისხმა, ალბათ ) თეოს ეს კომენტარი, დაალაიქა ქართული სამოქალაქო საზოგადოების აქტიურმა წევრებმა, მათ შორის Baia Pataraia -მ და სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომელმა Tatuli Todua-მ. გარდა იმისა, რომ ადამიანურად მეწყინა, რადგან არც ერთ ჩემს გადაცემაში არ შემიქმნია დაუბალანსებელი და უპატიოსნო გარემო ჩემი სტუმრებისთვის, უკიდურესად შევშფოთდი.
ეს აქტიური მოქალაქეები თვლიან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგებლები არ უნდა მივიდნენ იმ ტელევიზიებში, რომლებიც მათი პოზიციების მიმართ ოდნავ სკეპტიკურად მაინც გამოირჩევიან? ასე წარმოგიდგენიათ თქვენ, მეგობრებო, თავისუფალი მედიასთან მუშაობა, დისკუსიების შეჩერებით მათთან, ვინც არ გეთანხმებათ ბოლომდე. ასე წარმოგიდგენიათ თქვენ დემოკრატიული პროცესი?
მაშინ იმასაც ეთანხმებით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ უნდა იარონ ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებში და პირიქით, ოპოზიციამ სამთავრობო არხებზე, რადგან მათთვის იქ სანდო გარემო არ არის. თუ მაინდამაინც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს უნდა შევუქმნათ განსაკუთრებული “სანდო გარემო”. მართლაც ძალიან შემაშფოთებელია!”