ადვოკატი ელზა ჯმუხაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ქვეყნისთვის სამარცხვინოა, რომ ამ ცოტა ხნის წინ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პროკურორად გაამწესა სავარაუდო დამნაშავე, ახალციხის რაიონულ პროკურატურაში სტაჟირებაგავლილი ზურაბ ბაიდოშვილი, რომელმაც დედასთან, ლალი ჭიბოშვილთან, ერთად პირადად მოატყუა ცნობილი და დამსახურებული ექიმის, თენგიზ ბოლქვაძის ქვრივი მაია ნათაძე-ბოლქვაძე, ყვარელში მისი მამაპაპისეული სახლ-კარი და ერთადერთი საცხოვრებელი მიითვისა, ახლა კი მის გამოსახლებაზე სარჩელია შეტანილი, რის გამოც მაია ნათაძე-ბოლქვაძემ ორჯერ უკვე სცადა თვითმკვლელობა და არ არსებობს გარანტია, რომ ამ გაუბედურებული ადამიანის ნერვები გაუძლებს თავს დატეხილ უსამართლობას და ეს ყველაფერი ადამიანის სიკვდილით არ დასრულდება!
დიახ, ზურაბ ბაიდოშვილი, ვის მიმართაც, თუ სადმე სამართალია, მისი ოჯახის წევრებთან ერთად ბრალი უნდა წარედგინათ, უკვე ერთი თვეა, ვიღაცის მიმართ ბრალის წარდგენაზე თავად ირჯება!!!
ომბუდსმენმა კი მიიღო წარმოებაში ზურაბ ბაიდოშვილისა და მისი ოჯახისგან თაღლითობით დაზარალებულის საჩივარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საქმეში აშკარად სახეზეა ამ ადამიანის კანონით გათვალისწინებული საპროცესო უფლებების უხეშად დარღვევა, მაგრამ არ შემიძლია, ხმამაღლა არ შევძახო:
ვაშა, საქართველოს გენერალურ პროკურატურას და მისსავე გენერალურ ინსპექციას, რადგან სავარაუდო დამნაშავე ისე აღაზევეს პროკურორად, ხელიც არავის აჰკანკალებია ერთადერთი მიზეზით:
შვიდი თვის განმავლობაში სამართლიანობის აღდგენას ,,თავი ვერ მოაბა,, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატალია ტორიაშვილმა, რომელიც, სავარაუდოდ, დამნაშავეებს აქამდეც მფარველობდა, ამის შემდეგ კი კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით უმფარველებს და მერე რა, თუ ამ მოსალოდნელ უკანონობას თავიდანვე ვარაუდობდა და ასაჩივრებდა დაზარალებული?!
ეს პირდაპირ ნიშნავს ორ რამეს: ან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და მის გენერალურ ინსპექციაში შესულ საჩივრებს არავინ კითხულობს, ან ყველას ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია, თუკი ყოფილ სტაჟიორს ,,ვინმე ბობოლა,, მფარველად თავიდანვე მოუვლინა განგებამ!!!
და ბოლოს:
ვაშა და კიდევ ასჯერ ვაშა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, რომელსაც ზუსტად ვიცი (ფოსტამ მაუწყა), რომ ორჯერ უკვე ჩაბარდა ჩემი, როგორც მაია ნათაძე-ბოლქვაძის ადვოკატის საჩივარი, ანუ – ამ გაუგონარი უკანონობის შესახებ ყველაფერი წვრილად იცის, მაგრამ ამ ბნელ და ყრუ ქვეყანაში ერთი მტრედიც კი ვერ იშოვნა, კანონის შესაბამისი რეაგირების შესახებ ინფორმაცია მომჩივანისთვის თუნდაც ფორმალურად მაინც ეცნობებინა, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ადამიანის უფლებები ჩირადაც არ უღირს!!!

