„ეტყვით პრემიერს საჯაროდ რომ ასეთ ქვეყანაში ფულს არავინ ჩადებს?” – ზურაბ ჯაფარიძე

„ეტყვით პრემიერს საჯაროდ რომ ასეთ ქვეყანაში ფულს არავინ ჩადებს?” - ზურაბ ჯაფარიძე ზურაბ ჯაფარიძე პრემიერმინისტრის მრჩეველს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, ვაზილ ჰუდაკს სოციალური ქსელით მიმართავს:

“აქ ბევრი თქვენნაირი ექსპერტი გვინახავს ჩამოყვანილი, ზოგს პროკურატურა უნდა გაეხადა დამოუკიდებელი და ზოგს ჯანდაცვის სისტემა უნდა აეწყო, მსოფლიოში საუკეთესო ყველა ამ ექსპერტის ფუნქცია, ერთადერთი ფუნქცია, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ამ ქვეყნის გაჭირვებული მოსახლეობისთვის მორიგი უსაფუძვლო იმედის მიცემა – იქნებ ამან მაინც გვიშველოს, უცხოელია, გამოცდილია, იქნებ ამან იცოდეს და გააკეთოს რამე რაც ამ სიღატაკიდან ამოგვიყვანს. შემდეგ აიღეს ფული და გაქრენ. ასეთ იმედებში ამ გაუბედერულმა ხალხმა უკვე არაერთხელ გადაიხადა ფული საკუთარი გადასახადებით. თქვენ რას აპირებთ? ეტყვით პრემიერს საჯაროდ რომ ასეთ ქვეყანაში ფულს არავინ ჩადებს?”, — წერს ფეისბუქზე ზურაბ ჯაფარიძე .