გაუპატიურებაში ბრალდებული 23 წლის გიორგი ხურციძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ხურციძეს უვადო პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა მას სასჯელაღასრულების დაწესებულებაში 8 თვის გატარება მოუწია.
გიორგი ხურციძეს გამოძიება არასრუწლოვანი შეყვარებულის გაუპატიურებას ედავებოდა, თუმცა სექსუალური ძალადობის ფაქტის დადასტურებელი ვერც ერთი მტკიცებულება საგამოძიებო უწყებამ თვეების განმავლობაში სასამართლოში ვერ წარადგინა. საბოლოოდ, არასრულწლოვანმა გოგონამ, ვის გაუპატიურებასაც ახალგაზრდა კაცს ედავებოდნენ, სასამართლო დარბაზში ძალადობის ფაქტი კატეგორიულად უარყო.
გიორგი ხურციძემ და მისმა არასრულწლოვანმა შეყვარებულმა ტვ პირველს ექსკლუზიურ ინტერვიუ მისცეს. ახალგაზრდები ამბობენ, რომ ერთმანეთი უყვართ და თანაცხოვრებას გეგმავენ.
– ძალადობას არანაირი ადგილი არ ჰქონია. ჩემთვის უცნობი იყო მისი ასაკი. ვიცოდი, რომ სრულწლოვანი იყო. გვქონად ჩვეულებრივი ურთიერთობა, გვიყვარს ერთმანეთი. ახლაც გვიყვარს ერთმანეთი. ვიღაცის ჩვენების გამო ადგნენ და დამიჭირეს. მიყვარს და ჩემი საცოლეა, – ამბობს გიორგი ხურციძე.
16 წლის გოგონა „პირველებს“ უყვება, რომ ურთიერთობის გაგრძელების მიზნით, 23 წლის მამაკაცს გაცნობისას ასაკი დაუმალა. გოგონას ინფორმაციით, წყვილი ერთმანეთს 7 თვის განმავლობაში ხვდებობდა, თუმცა ერთ-ერთი კონფლიქტის დროს, მისმა უფროსმა მეგობარმა აიძულა, 23 წლის ახალგაზრდა სექსუალურ ძალადობაში დაედანაშაულებინა.
– არ გავუუპატიურებივარ ადამიანს, თუ რამე ხდებობდა ჩვენს ურთიერთობაში, ყველაფერი ხდებოდა ნებაყოფლობით. მიყვარს ეს ადამიანი და არ მინდა, რომ ციხეში იჯდეს ტყუილის გამო. პირველად რომ დამიბარეს, ჩემთან ერთად ჩემი ყოფილი მეგობარი იყო. იმ ქალმა როგორც მითხრა, რაც უნდა დამეწერა, ის დავწერე პოლიციაში რომ მივედი და რამდენიმე თვეში ამ გოგოსთან ურთიერთობა ამერია და მე თითონაც დავფიქრდი, რატომ უნდა იჯდეს უდანაშაულო ადამიანი ციხეში – თქო, – ამბობს არასრულწლოვანი გოგონა.
ტვ პირველი

