ღაზადან გაშვებულმა რაკეტებმა აშკელონში რამდენიმე შენობა დააზიანა

ღაზადან გაშვებულმა რაკეტებმა აშკელონში რამდენიმე შენობა დააზიანაგამოცემა Times of Israel-ის ბოლო ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან ისრაელის ქალაქ აშკელონის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს, რის შედეგადაც რამდენიმე შენობა დააზიანა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამავე გამოცემის მიხედვით, ღაზას სექტორიდან ისრაელის საზღვართან ახლოს მდებარე შენობებზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა, რომლის დროსაც ახალგაზრდობის ცენტრის შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა.

აფეთქების მომენტში შენობა ცარიელი იყო და შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. აფეთქებამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, რის გამოც რამდენიმე დასახლებას ელექტროენერგია ამ დროისთვის არ მიეწოდება.

იპნ