ღაზას სექტორში დაღუპულია 139 ადამიანი, ისრაელში – 9

ღაზას სექტორში დაღუპულია 139 ადამიანი, ისრაელში - 9ღაზას სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 139-მდე გაიზარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხოლოდ დღეს ავიაიერიშებს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან 10, ერთი ოჯახის წევრები, ღაზაში მდებარე ლტოლვილთა ბანაკზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპა.

ისრაელში კი ბოლო მსხვერპლი 50 წლის მამაკაცია, რომელიც ღაზადან თელ-ავივის გარეუბან რამათ-განზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ისრაელში, საერთო ჯამში, 9 ადამიანი, მათ შორს 2 ბავშვია დაღუპული.

იპნ