ექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ნიკა მელიას მთავარი ამოცანაა ნაცმოძრაობაში წესრიგის დამყარება,.
– აქ ორი განსხვავებული ხაზია, მელიას ხაზი და სააკაშვილის ხაზი. როდესაც საუბარია ნიკა მელიას მერობის კანდიდატობაზე, ყველა ლაპარაკობს ამაზე, თვითონ მელიას გარდა. ხომ არ არის ეს იმავე მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში, რომ თუ ნიკა მელია კენჭს იყრის მერად, მას ვეღარ ექნება პრეტენზია პრემიერობაზე და მიშა ყველა შემთხვევაში მოგებული დარჩება.
– რას ნიშნავს, მოგებული დარჩება? სააკაშვილი თავად ხომ ვერ იქნება პრემიერი.
– მოგებული დარჩება შიდაპარტიული ლიდერობისთვის ბრძოლაში. ან პრემიერი რატომ ვერ იქნება? არ აცხადებს ნაციონალური მოძრაობა, რომ პრემიერად მიშა სააკაშვილი უნდა?!
– რაც წასულია, მას შემდეგ სულ მოდის სააკაშვილი და სულ პრემიერია…
– ყოველ შემთხვევაში, ამ პარტიის მხრიდან ისმის, რომ მათ უნდათ, სააკაშვილი გახდეს პრემიერი.
– ისედაც ყველა ამბობს, რომ ამ პარტიას ჰყავს ფორმალური მმართველი და ეს არის მიხეილ სააკაშვილი. ახლა უნდა გამოჩნდეს, მელიას გავლენები რამდენად ძლიერია?
– დიახ, მელიამ უნდა დაიმკვიდროს პოზიციები. მან ნამდვილად შექმნა ახალი სახე ქართულ პოლიტიკაში და არ შეიძლება, ეს რომ არ დავინახოთ.
ნიკა მელიას მერად წარდგენა იქნება შეცდომა. ის არის ლიდერი და ლიდერი უნდა იყოს ორიენტირებული სახელმწიფო უმაღლეს აღმასრულებელ თანამდებობაზე და არა – მუნიციპალიტეტის დაკომპლექტებაზე.
თბილისი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა წამგებიანი იქნება მელიასთვის.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა