დღეს გლდანში გლდანში 21 წლის ზუგდიდელი გიგი თოლორაია ცივი იარაღით დაჭრეს. მას ჭრილობები ზურგის არეში აქვს მიყენებული და ოპერაცია კლინიკაში შეყვანისთანავე ჩაუტარდა. ნათესავების ინფორმაციით, მდგომარეობა მძიმეა.
როგორც ირკვევა, გიგი თოლორაია შეყვარებულთან პაემანზე მიდიოდა, როდესაც მას 60 წლამდე მამაკაცმა ზურგის არეში დანა სამჯერ ჩაარტყა.
შემთხვევა ომარ ხიზანიშვილის 56 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
დაჭრას თვითმხილველი ჰყავს. როგორც ქალი “მთავართან” საუბარში ამბობს, დაინახა როგორ დაესხა თავს შეიარაღებული პირი ახალგაზრდას.
როგორც თვითმხილველი ამბობს, დაჭრამდე არანაირ შელაპარაკებას ან კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია და როგორც დაჭრილმა უთხრა, თავდამსხმელს არც კი იცნობდა.
“ვიღაცამ დაარტყა დანა და გაიქცა. ის ბიჭი თავისთვის მოდიოდა, კიბეზე უნდა ასულიყო” – ამბობს თვითმხილველი.
ზუგდიდელი ბიჭის ახლობლების თქმით, თოლორაიას ფსიქიკურად შეურაცხადი მამაკაცი დაესხა თავს.
ბიჭი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. საქმეში დევს ვიდეო-სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს გავლელი მამაკაცი, ბიჭს დანას.
21 წლის ბიჭის დაჭრის ბრალდებით პოლიციამ თბილისში 60 წლამდე კაცი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

