გორის მე-3 სკოლაში ბოლო ზარი იარაღიდან სროლით აღნიშნეს

გორის მე-3 სკოლაში ბოლო ზარი იარაღიდან სროლით აღნიშნესგორის მესამე სკოლის წინ, წინასწარი ინფორმაციით, სამოქალაქო იარაღიდან გასროლით აღნიშნეს. თვითმხილველის თქმით, სროლა ერთ-ერთი ავტომანქანიდან განხორციელდა.

20 მაისს, საჯარო სკოლებში, ,,ბოლო ზარი” გაიმართა.

,,იარაღის შესახებ საქართველოს კანონის” 25-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო იარაღის გამოყენება დაიშვება მხოლოდ მისი დანიშნულებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე საკუთარი და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.

იგივე მუხლი განმარტავს, რომ იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევის შესახებ უნდა ეცნობოს პროკურატურას და შს სამინისტროს.

ქართლი