გორში მანქანის გატაცებისთვის მამაკაცი დააკავეს – “მეზობლისგან ვითხოვე, ამათ კი დამიჭირეს”

გორში მანქანის გატაცებისთვის მამაკაცი დააკავეს - "მეზობლისგან ვითხოვე, ამათ კი დამიჭირეს"გორში ავტომობილის გატაცების საქმეზე პოლიციამ შუა ხნის კაცი დააკავა. ბრალდებული ამტკიცებს, რომ მანქანა ნივა მას ნათხოვარი ჰქონდა, სამართალდამცველებმა კი დანაშაული დააბრალეს.

მისივე თქმით, მეზობელს, რომლისგანაც მან მანქანა ითხოვა, პოლიციაში არ უჩივლია.

“არაფერს არ ვაღიარებ. ძალადობენ, მოძალადეები არიან პოლიციელები არ არიან. ვითხოვე ავტომანქანა მეზობლისგან, ესენი მეუბნებიან, გიჩივლაო, არ უჩივლია”,- თქვა დაკავებულმა.
დაკავებული ცოტა ხნის წინ წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.