“გორთან ბავშვი ცუდად გახდა და მამამ გადაიყვანა მანქანიდან, რომელსაც სხვა მანქანა დაეჯახა”

"გორთან ბავშვი ცუდად გახდა და მამამ გადაიყვანა მანქანიდან, რომელსაც სხვა მანქანა დაეჯახა"თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთი-გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

თბილისიდან ბორჯომის მიმართულებით მოძრავ ავტომობილში მყოფმა მცირეწლოვანმა მგზავრობისას თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც ბავშვი მამამ ავტომანქანიდან გადაიყვანა, როდესაც ავტომაგისტრალზე მოძრავი სხვა ავტომობილი გზის ნაპირზე გაჩერებულ მანქანას შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „გორმედში” გადაიყვანეს. ჩატარებული კვლევების საფუძველზე ერთ პაციენტს ამბულატორიული დახმარება გაეწია და კლინიკა დატოვა, ორი კი, მამა-შვილი, 35 წლის მამაკაცი და 13 წლის გოგონა სტაციონარში მოათავსეს. კლინიკის ნეიროქირურგის, კახა ფაცინაშვილის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

იპნ