გურამ ფალავანდიშვილმა ლგბტ აქტივისტების ინსტალაცია დაარბია – ის პოლიციაში გადაიყვანეს

გურამ ფალავანდიშვილმა ლგბტ აქტივისტების ინსტალაცია დაარბია - ის პოლიციაში გადაიყვანეს„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, „დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია.

ამის შესახებ „თბილისის პრაიდი“ სოციალურ ქსელში წერს. ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ფალავანდიშვილის დაკავებისკენ მოუწოდებს.

„რამდენიმე წუთის წინ, „დედაენის ბაღში“, ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია „welcome to the closet“ გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია. როგორც ვიცით, ფალავანდიშვილი თავს დაესხა აქტივისტებსაც.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს, დაუყონებლივ დააკავეთ გურამ ფალავანდიშვილი; დაიცავით ადამიანების ჯანმრთელობა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება!“- აღნიშნულია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.

გურამ ფალავანდიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

დედაენის ბაღში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობით ან ძალადობის მუქარით ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.