გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესგურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ჩუმლაყში გვიან ღამით მოხდა.

ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რის შემდეგაც 40 წლამდე კაცს ცივი იარაღით მიაყენეს ჭრილობები.

დაჭრილი გურჯაანში, „ჯეოჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.