„ისრაელმა “ჰამასის” ლიდერის სახლი დაბომბა“ – არის მსხვერპლი 

„ისრაელმა “ჰამასის” ლიდერის სახლი დაბომბა“ – არის მსხვერპლი ისრაელმა ღაზას სექტორში “ჰამასის” ლიდერის სახლი დაბომბა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე, 4 პალესტინელი დაიღუპა – ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, არის მსვერპლი და ათობით დაშავებული.

პარალელურად კი, “ჰამასმა” თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა – ადგილობრივი მედიის ცნობით, ავიაიერიშის დროს ათამდე ადამიანი იმ დროს დაშავდა, როცა ისინი თავშესაფარში გადასვლას ცდილობდნენ.

Reurers-ის ინფორმაციით, კონფლიქტის მიმდინარეობისას, ღაზას სექტორში სულ 149 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვი. ისრაელში კი დაპირისპირებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი.