“ტრიბუნას” ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ
კახა კუჭავა შმაგი კობახიძის კანდიდატია:
– შმაგი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის ისეთივე დეიდაშვილია, როგორც უჩა მამაცაშვილი.
– კუჭავა მისი წარდგენით მოხვდა პარლამენტში?
– დიახ.
– როგორი თავმჯდომარე იქნება?
– რა პარლამენტიც არის, რა ოპოზიციაც არის, ისეთი თავმჯდომარეც იქნება. ზოგიერთმა მათგანმა, აღმოსავლეთს რატომ ჰქვია აღმოსავლეთი, ის არ იცის და ვერ არჩევს დასავლეთისგან. ბევრი პრობლემაა. მასწავლებლებია საჭირო ბევრი მიმართულებით. ერთადერთი, რისი მასწავლებელიც არ არის საჭირო, ისაა, თუ როგორ ძარცვონ ქვეყანა. ეს მიმართულება კარგად იციან. ამას იქით ასწავლიან გნებავთ ოპოზიციიდან, გნებავთ – ხელისუფლებიდან. თუმცა, მხოლოდ წელიწადნახევრით არის ეს პარლამენტი და რაც მალე დაიშლება, მით მალე დაიწყება ცვლილებები.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა