კასპში მოკლული 34 წლის ნოდარ ღუნაშვილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია. ღუნაშვილის გარდაცვალება კისერში მიყენებულმა 19-მა ჭრილობამ გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ის მისმა მეუღლემ – ქეთევან ჩხაიძემ, რომელიც ახლა დანაშაულის დაფარვისთვისაა დაკავებული, თავში საგნის ჩარტყმით მოკლა, გამოირიცხა.
დასკვნის თანახმად, ნოდარ ღუნაშვილი ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. ამავე დასკვნის მიხედვით, სისხლში მხოლოდ 1 ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა.
ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი, 30 წლის ზურაბ კახიშვილი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ღუნაშვილს ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
ამის შემდეგ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით ღუნაშვილის მეუღლე, 31 წლის ქეთევან ჩხაიძე დააკავეს.
ქეთევან ჩხაიძე დაკავებამდე „ტვ პირველთან“ ინტერვიუში აცხადებდა, რომ მისი მეუღლე სექსუალური ურთიერთობაზე უარის გამო გაბრაზდა და სცემა, შემდეგ დიდი ოდენობით საძილე წამლები დალია. მერე სამზარეულოში დავარდა და თავის არეში დაზიანება მიიღო. ამის შემდეგ ღუნაშვილი დაწვა, თავად კი ქმრის მეგობარს მესიჯი გაუგზავნა და დახმარება სთხოვა.
ქალის ინტერვიუს მიხედვით, მეუღლე მეგობართან ერთად სახლიდან საკუთარი ავტომანქანით წავიდა, უკან კი მხოლოდ მეგობარი დაბრუნდა – „მოვკალიო, სისხლები ჯერ ისევ ზედ ჰქონდა… შენს გამო გავაკეთე, ასეთ დღეში რომ გაგდებდა, ახლა თავისუფალი ხარ და არავის შეგეშინდებაო, მითხრა“, – აცხადებდა დაკავებამდე ქეთევან ჩხაიძე.
იპნ

