ხატია დეკანოიძე – “ნაცმოძრაობა პარლამენტში უნდა შევიდეთ. ამაზე მელიას პოზიციაც ვიცი”

ხატია დეკანოიძე - "ნაცმოძრაობა პარლამენტში უნდა შევიდეთ. ამაზე მელიას პოზიციაც ვიცი"ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ნაცმოძრაობა უნდა შევიდეს პარლამენტში და იქიდან გააგრძელოს ბრძოლა.

– ნიკა მელიას აზრი თუ იცით ამ ყველაფერთან დაკავშირებით?

– რა თქმა უნდა, ვიცი, მაგრამ არ არის ლამაზი, ამაზე რომ მე ვისაუბრო. ნიკა თავად იტყვის ყველაფერს.

– ემთხვევა თქვენი პოზიციები ერთმანეთს?

– ვიმეორებ, შესაძლოა ჩვენ სხვადასხვა მოსაზრება გვქონდეს, მაგრამ ერთიანი გადაწყვეტილება გვექნება აუცილებლად. ამას მივიღებთ პარტიის შიგნით. მსჯელობა და კონსულტაციები აუცილებლად იქნება. აქვე გეტყვით, რომ ნიკას პოზიცია ამ ყველაფერზე ჩემთვის უკვე ცნობილია.

– თქვენ ფიქრობთ, რომ პარლამენტში შესვლა აუცილებელია?

– ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რა თქმა უნდა, და მე ეს მოსაზრება არასდროს დამიმალავს.

– ანუ შეხვალთ თუ არა ჯერ გადაწყვეტილი არ არის?

– ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარტიამ პოლიტსაბჭოზე.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა