ლუკა ჩიქოვანი ფილმში ლედი გაგასთან ერთად ითამაშებს

ლუკა ჩიქოვანი ფილმში ლედი გაგასთან ერთად ითამაშებსლუკა ჩიქოვანი ფილმში “გუჩის სახლი” ლედი გაგასთან, ჯარეტ ლეტოსთან, სელმა ჰაიეკთან და ადამ დრაივერთან ერთად ითამაშებს.

ლუკა ჩიქოვანი თბილისში, 1994 წელს დაიბადა, მოგვიანებით კი ის იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად და იუთუბზე გამოქვეყნებული ჯასტინ ბიბერის სიმღერის ქავერით მალევე გახდა პოპულარული, 2016 წელს კი პირველი ალბომიც გამოუშვა.

ლუკა მსახიობიცაა და მას ხშირად იღებენ რეკლამებსა თუ მუსიკალურ კლიპებში.