იტალიაში მცხოვრებმა ართველმა მსახიობმა და მომღერალმა ლუკა ჩიქოვანმა ფეისბუქში დაწერა:
“გულწრფელად დამწუხრებული და გაოგნებული ვარ იმაზე რაც ,ამ დღეებში ქართველ ჟურნალისტებთან კომუნიკაციის დროს გადამხდა თავს!
ბევრმა ქართულმა ტელეარხმა მომწერა ინტერვიუს ჩასაწერად ფილმ “House of Gucci”-ში (სადაც ეპიზოდურ როლს ვთამაშობ და არაფერია ასეთი გასაოცარი) ჩემი მონაწილეობის შესახებ.
ყველა მათგანს ექსკლუზივი სურდა და აქტიურად “იბრძოდნენ” ამისთვის. ინტერვიუ მივეცი იმათ, ვინც პირველებმა მომწერეს, დანარჩენი ჟურნალისტები კი რატომღაც თავს დამესხნენ ამისთვის, თითქოს ინტერვიუ აინტერესებდათ, მაგრამ როგორც კი შეიტყვეს, რომ სხვა ტელეარხმა უკვე გამოაქვეყნა ახალი ამბავი ჩემზე, მომწერეს, რომ გააუქმეს ინტერვიუ და აღარ სურთ ამ ამბის გაშუქება.
ძალზე იმედგაცრუებული დავრჩი ჟურნალისტების ამ საქციელით, მივხვდი, რომ მხოლოდ ის აინტერესებთ, ვინ გადასცემს ახალ ამბებს ყველაზე სწრაფად და არა – ამბის შინაარსი.
ვფიქრობდი, რომ ტელეარხები სიამოვნებით ისაუბრებდნენ ქართველის შესახებ, რომელიც ევროპაში თავის ქვეყანას წარმოაჩენს თუმცა, როგორც ჩანს, მათი მთავარი მიზანი მხოლოდ კონკურენციის მოგება და პირველობაა.
მე უბრალოდ ბიჭი ვარ, რომელიც ცდილობს, შრომით მიაღწიოს წარმატებას, მაგრამ, როდესაც ამგვარ სატელევიზიო კომუნიკაციას ვხედავ საქართველოში, ძალიან მწყინს.
ბოდიში, თუ ვინმეს ვაწყენინე, მაგრამ უპირველესად მე მწყდება გული ასეთ სიტუაციაზე ჩემ ქვეყანაში!”

