მამუკა გამყრელიძე – “ეს ბრიტანული სკონები მე გამოვაცხვე… შეკვეთებს არ ვიღებ, არც ეცადოთ”

მამუკა გამყრელიძე - "ეს ბრიტანული სკონები მე გამოვაცხვე... შეკვეთებს არ ვიღებ, არც ეცადოთ"მამუკა გამყრელიძემ ფეისბუქში დაწერა:

“გამოგიტყდებით, რომ იმდენად მიყვარს ნამცხვრები, რომ ტკბილეულით გაუნებივრებელი საბჭოეთის დროს ჩემთვის ვიცხობდი ნაპოლეონს და იდეალს, პირველის ცხობა დედაჩემისგან ვისწავლე, იდეალი კი მიშა ხარატის ბებიამ მასწავლა
ჰოდა… არის ერთი კლასიკური ბრიტანული ნამცხვარი სკონი scone, რომელსაც მგონი მარტო ბრიტანელები მიირთმევენ. არც განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა და მითუმეტეს არც შეხედულებით, ამიტომ მას მხოლოდ afternoon tea-ს დროს თუ ნახავთ. და ამავე დროს “შუადღის ჩაიც” არ არსებოს სკონების გარეშე. ტრადიციაა.
ჰოდა, მე მიყვარს ძალიან. განსაკუთრებით ე.წ. clotted cream-ით (გამომცხვარი ნაღებით) და ალუბლის ჯემით. ვინაიდან არც უახლოეს და სავარაუდოდ აღარც შორეულ ხანებში ლონდონში სეირნობა არ მეჭყანება, თავად გამოვაცხვე ეს ჩემი ნაქები სკონები. შეიძლება Fortnum & Mason-ისას ვერ გავს, მაგრამ კონსისტენციით და გემოთი დიდად არ ჩამოუვარდება. თან შენი ნაჯახირები რომ არის უფრო მოგწონს კაცს
P.S. შეკვეთებს არ ვიღებ, არც ეცადოთ”