მამუკა გამყრელიძემ ფეისბუქში დაწერა:
“სულსწრაფობისა და ღორმუცელობის გამო უკვე დავაგემოვნე რიგი სააღდგომო კულიჩებისა და დღემდე გახლდით გაწბილებული. ის კომპანიაც კი, სადაც ტრადიციულად (ჩემი გემოვნებით) საუკეთესო კულიჩები კეთდებოდა, წელს კოვიდგადატანილივით უსუნო-უგემო იყო.
დღემდე !!! რადგან დღეს გეახელით ისეთივე (თითქმის !) კულიჩს, როგორსაც ჩემი სიდედრი და დედამისი აცხობდნენ. კონსისტენციაც, სიმძიმეც, ილის, კარდამონის და მუსკატის არომატიც, სიტკბოც ყველაფერი იდეალურად იყო აწყობილი.
გენები თავისას შვება. ჩემი სიდედრის შვილიშვილის ნახელავი გახლდათ (ჩემი ქალიშვილის, ანუ )
P.S. ერთადერთი, რაზეც ბებიის გენებმა დაისვენეს, იყო გულუხვობა. ქალიშვილმა ერთადერთი, ფრიად მცირე ზომის კულიჩი გვიწყალობა მეც და დედამისსაც.
გაზარდე ახლა შვილები !
P.P.S. პატარა შვილიშვილი უნდა გენახათ, დედამისს ეჩხუბებოდა, რა ამბავია, რად უნდათ ბებიაჩემს და ბაბუაჩემს კულიჩიო !!! ნაძირალა ბავშვი :)))))))))))))”

