მერაბ დვალიშვილი – “ესაა პატარა საქართველო პენსილვანიაში, სადაც ჩოხოსანთა რიგებში მიმიღეს”

მერაბ დვალიშვილი - "ესაა პატარა საქართველო პენსილვანიაში, სადაც ჩოხოსანთა რიგებში მიმიღეს"მერაბ დვალიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

There is a “small Georgia” in Pennsylvania and today i was blessed in my choxa, our traditional Georgian outfit.
წმ. დავით აღმაშენებლის სახ.საკათედრო ტაძარში(პოკონო) 59 Charles street,Ashley,PA 18706 ჩატარდა სახალხო დღესასწაული,რომელიც ეძღვნებოდა “ოჯახის სიწმინდის დღესა” და”ქართული სამოსის დღეს”.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბას ლოცვა-კურთხევით ამ ორი დღესასწაულის ერთად აღნიშვნის ტრადიციას ამერიკაში წელს ჩაეყრება საფუძველი. საღმრთო ლიტურგიის მსახურების შემდეგ ტაძრის ეზოში გაიმართა ტრაპეზი, საწნახელში დაიწურა ყურძენი, მოდუღდა თათარა, ამოივლო ჩურჩხელები.

დასასრულს მოხდა ჩოხოსანთა რიგებში ახალ წევრთა გაწევრიანება. რისი პატივი მეც მერგო და მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამის ორგანიზებაში წვლილი შეიტანა და აკეთებენ ძალიან დიდ საქმეს ჩვენი კულტურის შესაბარჩუნებლად და გასავითარებლად ემიგრაციაში რამდენიმე წელია უკვე.”