“მიშა უნდა დავამშვიდო, ქუთაისში შუშის პარლამენტის მხოლოდ 2 სართული დაიტბორება”

"მიშა უნდა დავამშვიდო, ქუთაისში შუშის პარლამენტის მხოლოდ 2 სართული დაიტბორება"რომან გოცირიძემ ფეისბუქში დაწერა:

“გუშინ ექსპერტმა ბრძანა, ნამახვანი რომ დაინგრეს, არ იქნება 19 მეტრის სიმაღლის ტალღა, მხოლოდ 4 მეტრის სიმაღლის იქნებაო.
მინდა ამ ახალი ინფორმაციით დავამშვიდო მიშა, რომელმაც გუშინ ნიკა გვარამიასთან საუბარში განაცხადა, რომ მის მიერ ქუთაისში აშენებული ლამაზი შენობები შეიძლება წყალში ჩაიძიროს.

არ მოხდება ასე. 4 მეტრის სიმაღლის წყალი შუშის პარლამენტის მხოლოდ ორ სართულს დატბორავს.”

ამით რომან გოცირიძე მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით,  ნამახვანჰესის ავარიის შემთხვევაში ქუთაისს კატასტროფა დაემუქრება.