ნაძალადევში დაცხრილეს მანქანა, რომელშიც 3 პირი იჯდა – დაჭრილია მძღოლი

ნაძალადევში დაცხრილეს მანქანა, რომელშიც 3 პირი იჯდა - დაჭრილია მძღოლიცოტა ხნის წინ ნაძალადევში სროლა იყო. ერთ-ერთ ავტომობილში მსხდომ 3 პირს მეორე ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნეს, დაჭრილია ავტომობილის მძღოლი.

შემთხვევა მანჯგალაძისა და ხუდადოვის ქუჩის კვეთაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილეობდა ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო”.

თვითმხილველები ამბობენ, რომ სროლა დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

ავთანდილ ბილანიშვილმა ინციდენტში მონაწილეობა უარყო. მისი მეუღლის თქმით, ბილანიშვილი იმ დროს სახლში იყო და შემთხვევასთან კავშირი არ ჰქონია.

– ეს არის მორიგი ზღაპარი და ტყუილი, ყველაფერზე პასუხს თხოვენ, ყველა საქმეში როგორ შეიძლება იყოს გარეული, ეს არის მიზანმიმართული, – განაცხადა ბილანიშვილის ცოლმა ნათია რუხაიამ.
ბილანიშვილის ადვოკატი თამარ აბესაძე  კი  რუხაიას ვერსიას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ “კაწრო” თბილისში საერთოდ არ იმყოფება.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.