ექიმმა გუგა ქაშიბაძემ ფეისბუქზე დაწერა:
“გილოცავთ ბოლო ზარს
სკოლა უკვე დამთავრებული მქონდა, ნაცნობმა (ერთად ვემზადებიდით) მთხოვა მისთვის თეთრი პერანგი მომეხატა, ბოლო ზარისთვის.
პერანგის წასაღებად მისი სიძე მოვიდა ჩვენთან სახლში, მამაჩემი დახვდა პერანგი გამოუტანა, ნაცნობის სიძემ კედელებზე ნახატებს შეავლო თვალი და რამდენიო მამაჩემს კითხა, თამაზიმ პაუზის გარეშე უპასუხა:
თქვენთვის ოცდახუთი მანეთი
სახლში რო მივედი მამამ სიცილით ფული დამახვედრა, მოვკდი სირცხვილით.
მეორე დღეს ბოლო ზარი თენდებოდა,
ფული, რა თქმა უნდა, დავაბრუნე.”

