ნელი დოროყაშვილი – “ნიკა ბასილაშვილმა შვილს ბინა წაართვა და ალიმენტებს არ იხდის”

ნელი დოროყაშვილი - "ნიკა ბასილაშვილმა შვილს ბინა წაართვა და ალიმენტებს არ იხდის"ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნელი დოროყაშვილის შვილი ლუკასი დღეს 6 წლის გახდა.

ჩოგბურთელმა თავის ვაჟს დაბადების დღე ფეისბუქში მიულოცა:

“ჩემი ბიჭი 6 წლის გახდა. მამიკო, გილოცავ”.

ჩოგბურთელამ შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა.

ნელი დოროყაშვილმა ნიკას პოსტს ასეთი კომენტარი გაუკეთა:

“კაცი, რომელიც შვილის არც ერთ დაბადების დღეს არ დასწრებია, არასოდეს მისთვის საჩუქარი არ გაუკეთებია, რომელმაც წაართვა ბინა და არ იხდის ალიმენტს, საჯაროდ პიარისთვის სჭირდება, რომ შვილს დაბადების დღე მიულოცოს – ისიც სასამართლო პროცესების წინ. ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია.“

სპორტალი