ნიკა გვარამია – “გიგანტურ ჰესებს სკეპტიკურად ვუყურებ, თუმცა…”

ნიკა გვარამია - "გიგანტურ ჰესებს სკეპტიკურად ვუყურებ, თუმცა..."ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:

“ზოგადად ჰესებს, ცხადია არა, მაგრამ გიგანტურ ჰესებს სკეპტიკურად ვუყურებ.
კარგად ვიცი, რა უქნა ჩემი უსაყვარლესი დედულეთის, ქვემო რაჭის კლიმატს შაორის წყალსაცავმა. ვხედავ, მისი წყალობით ზედმეტად დატენიანებულმა ჰაერმა როგორ დაანესტიანა და მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ფანტასტიური ნიკორწმინდა და მისი ფრესკები. მახსოვს, შაორის შემდეგ შეცვლილკლიმატიან და დანესტიანებულ ქვემორაჭას როგორ მოეხსნა პულმონოლოგიური (ე.წ. ფილტვების) კურორტის სტატუსი და მშრალი და წიწვოვანი ჰავის სურამმა როგორ შეინარჩუნა.
ამიტომაც, პატივს ვცემ ლეჩხუმელების ბრძოლას საკუთარი სიმართლისთვის.
თუმცა, ძალიან ფრთხილად ვეკიდები ულტრანაციონალისტური ტექსტების ფრქვევას, მით უფრო, სოციალისტურთან შეზავებულს.
ძალიან ფრთხილად ვეკიდები იმათ, ვინც არგუმენტირებულ დისკუსიას თავს არიდებს და მხოლოდ იაფფასიანი პატრიოტული ლოზუნგებით ჟონგლიორობს.
გავმეორდები, პატივს ვცემ ლეჩხუმელების ბრძოლას საკუთარი სიმართლისთვის, თუმცა ეს სიმართლე რაშია, მათგან ეს ჯერ კარგად ვერ მოვისმინე.

მიტინგზე რაც მოვისმინეთ და ალბათ კვლავ მოვისმენთ, არავითარ კავშირში არ არის რაციონალურ მსჯელობასთან და, ბოდიში, ირაციონალური გადაწყვეტა ამ საკითხს ვერ ექნება. ემოციური ინტელექტით ვერ მიიღება გადაწყვეტილება ამხელა მნიშვნელობის საკითხზე.
ლეჩხუმი ჩვენია. ყველასი. საზოგადოების. საზოგადოების, რომელიც ღირსია, რომ დაგველაპარაკონ როგორც მთავრობა, ასევე ის მხარე, ვინც პოტენციურ 800 მილიონ დოლარიან ინვესტიციას აჩერებს.
ps თუ ვინმეს გონია, რომ რაკი ქოცური მთავრობაა იქეთ მხარეს, ამიტომ მისი ნებისმიერი მოწინააღმდეგე a priori მართალია – ძალიან ცდება.”