“ფრთხილად, ბომბია!” – დუბლინი-კრაკოვის ბორტი ბერლინში ავარიულად დაჯდა

"ფრთხილად, ბომბია!" - დუბლინი-კრაკოვის ბორტი ბერლინში ავარიულად დაჯდარეინიარის თვითმფრინავმა, რომელიც დუბლინი-კრაკოვის რეისს ასრულებდა, ბერლინის ბრანდენბურგის აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ბერლინის ფედერალური პოლიცია მივიდა. მათ თვითმფრინავის უსაფრთხოება შეამოწმეს, მაგრამ მათ ვერანაირი საფრთხე ვერ აღმოაჩინეს.

„მგზავრები პოლონეთის მიმართულებით მგზავრობას სხვა თვითმფრინავით გააგრძელებენ”, – განაცხადა პოლიციის პრესსპიკერმა მედიასთან საუბარში.

თვითმფრინავის ავარიულად დაშვების გადაწყვეტილების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამოცემა Bild-ის ცნობით, რეისის გადამისამართება ბორტზე ბომბის არსებობის საფრთხის გამო მოხდა.

იპნ