პირველებმა საბურთალოელებმა ისროლეს – რა მოხდა დიღმის სტადიონზე

პირველებმა საბურთალოელებმა ისროლეს - რა მოხდა დიღმის სტადიონზესისხლიანი დაპირისპირება სოფელ დიღომში და 4 დაჭრილი ახალგაზრდა – ტვ პირველმა სოფელ  სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები გაარკვია.

“პირველების” ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ, საბურთალოელებსა და ადგილობრივებს შორის კრიმინალური გარჩევა უძღოდა.

დაპირისპირება სოფელ დიღმის ფეხბურთის სტადიონზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი საბურთალოელებმა დაიწყეს და გასროლაც მათი მხრიდან განხორციელდა.

4 ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის შემდეგ ბრალდებულებმა გაქცევა და მიმალვა მოახერხეს, პოლიცია მათ კვალს უშედეგოდ ეძებს.

ირკვევა ისიც, რომ დაჭრილები ღუდუშაურის კლინიკაში თვითდინებით მივიდნენ. ტვ პირველის ინფორმაციით,  ერთ-ერთი დაჭრილი 34 წლის გიორგი კირკიტაძეა. “პირველის” კორესპონდენტი კირკიტაძის რეგისტრირებულ მისამართზე იმყოფებოდა, თუმცა მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ტვ პირველის ინფორმაციით, ჩვენება არ მიუცია არც დაპირისპირების დროს დაჭრილ ახალგაზრდებს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.