პოლონეთში პაატა ჩიქობავა დაიკარგა – “21 აპრილს მასთან დაკავშირება ვეღარ მოვახერხე”

პოლონეთში პაატა ჩიქობავა დაიკარგა - "21 აპრილს მასთან დაკავშირება ვეღარ მოვახერხე"პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. ქართველი ემიგრანტების ინფორმაციით, პაატა ჩიქობავა ორ კვირაზე მეტია,  ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გასულა.

ჩიქობავა პოლონეთში 2019 წელს, ოჯახთან ერთად, გაემგზავრა და ქალაქ პოზნანში ტაქსის მძღოლად მუშაობდა.

მისი კვალი უკვე 15 დღეა, გამქრალია.

პაატა ჩიქობავას ცოლი, ირინე შამუგია, “ტვ პირველთან” პირველ კომენტარს აკეთებს.

შამუგია ამბობს, რომ მისი ქმარი პოზნანში ცხოვრობდა, თვითონ და შვილი კი სხვა ქალაქში იმყოფებიან. ის აღნიშნავს, რომ მეუღლე ბოლოს 19 აპრილს შეხვდა, როცა მისი თქმით, “პაატამ შვილი 5 წუთით ნახა”.

– იმავე საღამოს დავუკავშირდი და ვკითხე, მივიდა თუ არა პოზნანში, ის სახლში მშვიდობით ჩავიდა. მეორე დღესაც მომიკითხა, დავურეკე, 20-შიც სახლში იყო. მეორე დღესაც ვცადე დარეკვა, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა – აცხადებს დაკარგული კაცის ცოლი.
ირინა არ გამორიცხავს, რომ მისი ქმარი დეპორტირებულთა სიაში იყოს.

– სამუშაო ვიზას დრო ჰქონდა გასული. შეიძლებ,ა დეპორტაციაში მოჰყვა. პოლიცია ხაზზეა და გაირკვევა, არის თუ არა დეპორტაციაში. თუ არადა, ძებნას გამოაცხადებენ. პოლიციას რომ დაეჭირა, კომუნიკაციის საშუალებას მისცემდნენ. ყველა ეძებს. პაატას ცუდი ურთიერთობა არავისთან ჰქონდა”- აცხადებს გაუჩინარებულის ცოლი.

ჩიქობავები საქართველოს ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავენ.