პფაიზერის ვაქცინა სპერმას არ აზიანებს

პფაიზერის ვაქცინა სპერმას არ აზიანებსპფაიზერის და ბიონტექის ვაქცინები სპერმის პარამეტრებს არ აზიანებს, – ამის შესახებ ისრაელის მკვლევარების მიერ ჩატარებულ კვლევაშია საუბარი.

მკვლევარებმა სპერმის ნიმუშები ვაქცინაციამდე ერთი თვით ადრე და ერთი თვის შემდეგ 43 მოხალისისგან აიღეს. დადგინდა, რომ აცრის შემდეგ მათ სპერმაში არცერთი პარამეტრი, არც მოცულობა, არც კონცენტრაცია და არც მოძრაობა მნიშვნელოვნად შეცვლილი არ იყო.

მკვლევარები ამბობენ, რომ კვლევის წინასწარი შედეგები მამაკაცებისთვის დამაიმედებელია:

“ამიტომ, ჩვენი გუნდი იმ წყვილებს, რომლებსაც ბავშვის გაჩენა სურთ, აცრის რეკომენდაციით მივმართავთ. აცრა სპერმაზე გავლენას არ ახდენს, კორონავირუსი კი მის ხარიხზე უარყოფითად აისახება”.

მთავარი