პრეზიდენტმა 8 პირი შეიწყალა

პრეზიდენტმა 8 პირი შეიწყალასაქართველოს პრეზიდენტმა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა.

შესაბამის ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეწყალებულებს შორის 3 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა, ხოლო 5-ს (მათ შორის ერთი ქალს) დარჩენილი მოსახდელი სასჯელის ვადა გაუნახევრდა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 2021 წლის 6 მაისს გამოსცა.