პროკურატურამ ნიკა მელიას ციხიდან გამოშვების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

პროკურატურამ ნიკა მელიას ციხიდან გამოშვების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართასაქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის, შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა.

ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40.000 ლარი ევროკავშირმა გუშინ, 8 მაისს,  გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ გამოყო და ხელისუფლებას “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გადასცა.

– პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენს თვითმიზანს, – განაცხადა ნიკა მელიას საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

მისივე თქმით, ახლა სასამართლოზეა დამოკიდებული, რა ვადაში მოხდება ამ შუამდგომლობის განხილვა.

– ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნიკარონ მელიას მიმართ გამოყეენებული აღკვეთი ღონისძიების, პატიმრობის, უფრო ნაკლებად მკაცრი ღონისძიების, გირაოთი, შეცვლის შესახებ უკვე შეტანილია სასამართლოში. ჩვენ ის  მაქსიმალურად გონივრულ ვადაში წარმოვადგინეთ. ჩვენ ჩვენი პირობა შევასრულეთ, – განაცხადა სადრაძემ.

სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, 10 მაისს გახდება ცნობილი, რომელ საათზე ჩაინიშნება საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი.

ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა 13 აპრილს.

იპნ