“ქალი 20 საათი დაბმული ჰყავდათ, წაღებულია 80 ლარი” – ყაჩაღობა ზუგდიდში

"ქალი 20 საათი დაბმული ჰყავდათ, წაღებულია 80 ლარი" - ყაჩაღობა ზუგდიდშიზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში პენსიონერი დააყაჩაღეს, ნაცემია ქალი, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობდა. როგორც ადგილობრივები “კურიერს” უყვებიან, ქალი თითქმის 20 საათის განმავლობაში დაბმული იყო. წაღებულია 80 ლარი. დაზარალებული, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობს.

“ღამე გარეთ გასულა და იყვირა,  მეზობლებმა გახსნეს დაბმული. მთელი ღამე  ყოფილა დაბმული.ძლივს ლაპარაკობდაო, სისხლი მოდიოდა სახიდან, ნაცემი იყო ალბათ,” – აცხადებს მეზობელი.

ექიმის განცხადებით ქალს სამი ნეკნი აქვს მოტეხილი, ფილტვები დაჟეჟილი და აღენიშნება მკერდის ძვლის მოტეხილობა.

“ავადმყოფის მდგომარეობა ჯერჯერობით არის მძიმე. იმყოფება გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში,”  – აცხადებს ექიმი.

ფაქტზე გამოძიება 179-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.