„ყოვლისმცოდნე” ზურაბ გირჩს გადაეცით, სად ეტენებით?” – თეა გოდოლაძე ზურაბ ჯაფარიძეს 

„ყოვლისმცოდნე” ზურაბ გირჩს გადაეცით, სად ეტენებით?” – თეა გოდოლაძე ზურაბ ჯაფარიძეს გეოლოგი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ყოვლისმცოდნე” ზურაბ გირჩს გადაეცით, კორეელი იყო ინვესტორი, ლაოსში ჩადეს 800 მილიონზე მეტი. კაშხალი დატვირთვის გარეშე დაინგრა. აი სად ეტენებით? ფულის გამო ყველაფერზე კი არ უნდა წახვიდეთ”, – წერს გოდოლაძე ფეისბუქზე.

ცნობისთვის, უკვე 200 დღეზე მეტია რიონის ხეობის მოსახლეობა „ნამახვანჰესის” მშენებლობას აპროტესტებს. მათ ბევრი თანამოაზრე ჰყავთ, თუმცა არიან მოწინააღმდეგეებიც. ერთ-ერთი მათგანი „გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძეა, რომელიც „ნამახვანჰესის” მშენებლობას მხარს უჭერს.