ყვარელში 50 წლის კაცი მეგობარმა დაჭრა

ყვარელში 50 წლის კაცი მეგობარმა დაჭრაყვარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში 50 წლის კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

ადგილობრივების ინფორმაციით,სავარაუდო დამნაშავე და დაჭრილი ახლო მეგობრები იყვნენ და მომხდარის შესახებ არ საუბრობენ.

კაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და გადაუდებელ ქირურგიულ ოპერაციას საჭიროებს.

გამოძიება 19/108 და 236 მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.