“ქმარმა იეჭვიანა, ურემში ხარივით შემაბა და ნაკელი მაზიდვინა” – მძიმე საქმის დეტალები

"ქმარმა იეჭვიანა, ურემში ხარივით შემაბა და ნაკელი მაზიდვინა" - მძიმე საქმის დეტალებიგახმაურებული ძალადობის გაუხმაურებელი დეტალები საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში – “კურიერმა”  ტრაგედიით დასრულებული ძალადობის საქმის მასალები მოიპოვა, რომელიც საკმაოდ მძიმე ფაქტებს შეიცავს.

ძალადობის მსხვერპლი ქალი ჩვენებაში ყვება, რომ მას მეუღლე სასტიკად უსწორდებოდა, მათ შორის ორსულობის პერიოდში.

ოჯახში მრავალწლიანმა ძალადობამ საბოლოოდ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ახალშობილი ბავშვის.

“…როდესაც ფეხმძიმედ ვიყავი ტყუპებზე, უმიზეზოდ იეჭვიანა, ხარივით შემაბა ურმის უღელში, რითაც საკარმიდამო მიწის ნაკვეთში, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, მაზიდინა საქონლის ნაკელი, რის შემდეგაც დაღლილობისგან წავიქეცი მიწაზე. მე ვიმშობიარე ტყუპებზე, ორ საათში დაიღუპა ერთი ტყუპისცალი.

…იეჭვიანა ჩემზე ვარცხნილობის გამო და ძალის გამოყენებით დამიჭირა თმებში და შემაჭრა.
… აიღო თავისი კუთვნილი სანადირო ერთლულიანი თოფი და მითხრა, რომ უნდა ესროლა ჩემთვის, თოფის კონდახი რამდენჯერმე დამარტყა თავის არეში. აღნიშნულის გამო გამოვიძახე პოლიცია“, – ყვება ქალი ჩვენებაში.