მწერალმა ბექა ადამაშვილმა “მთავარი ჭკვიანის” 11 კითხვაზე პასუხის გაცემა მოახერხა და მე-12 კითხვაზე პასუხის გაცემას დათანხმდა.
სწორი პასუხის შემთხვევაში ბექა ადამაშვილი 50.000 ლარი მიიღებს, არასწორი პასუხი კი მას 5.000 ლარის ამარა დატოვებს.
ბექას შეეძლო მე-12 კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავება. ასეთ შემთხვევაში ის სტუდიას 10.000 ლარით დატოვებდა, მაგრამ მან გარისკვა ამჯობინა.
გადაცემა 30 აპრილს გავიდა ეთერში და მე-12 კითხვაზე პასუხის გაცემამდე შეწყდა. წამყვანმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მაყურებელი პასუხს 7 მაისს გაიგებს.
მანვე ფეისბუქში დაწერა:
“ხო მშვიდობაა? რაის წინასწარ გითხრათ, როგორ მთავრდება?
დაელოდეთ პარასკევამდე, აგერ უკვე ასამდე მეგობარო”.